The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი შაველაშვილი

გივი შაველაშვილი
დაბადების თარიღი:10 ნოემბერი, 1942  (82 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 1966 წელს; ამავე ინსტიტუტის ასპირანტურა 1973 წელს. 

1966-1970წწ. მუშაობდა ტრესტ "საქელექტრომონტაჟის" გამშვებმომწესრიგებელი სამმართველოში ინჟინერად, უფროს ინჟინერად; 1970-1973წწ. სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტის ასპრანტურაში; 1970-1976წწ. უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი; 1976 წლიდან საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის თანამშრომელი: 1976-2009წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის დოცენტი; 1996-1999წწ. "თელასი", გლდანიენერგოს დირექტორის მოადგილე, მთ. ინჟინერი; 1999-2001წწ. "ეი-ეს თელასი", სტრატეგიული პროექტების განყოფილების მენეჯერი; 2001-2005წწ. ბიზნეს ცენტრი "ისანი" : 2001-2004წწ. მენეჯერი, 2003 - 2004წწ. ტექნიკური აუდიტორი; 2004-2005წწ. ტექნიკური პირობების გაცემისა და პროექტირების სამსახურის უფროსი; 2005-2010წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შიდა აუდიტის დეპარტამენტის აუდიტორი; 2010-2014წწ. სს "თელასი" ტტ და ნსი სამსახურის უფროსი; 2014 წლიდან სს "თელასი" ტტ და ნსი ჯგუფის უფროსი; 2009-2016წწ. ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; 2016 წლიდან ენერგეტიკის და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის, ელექტრომოხმარების ტექნოლოგიების დეპარტამენტის პროფესორი. არის 50 - მდე  სხვადასხვა ხასიათის სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, გამოქვეყნებულლი აქვს 2 სახელმძღვანელო, მისი ხელმძღვანელობით მომზადდა და ნაშრომი დაიცვა 2 დოქტორანტმა და რამდენიმე მაგისტრანტმა. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (2016). ენერგეტიკოსი.

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ვებგვერდი: my.gtu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: