The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მაია დავითაია

მაია დავითაია
დაბადების თარიღი:8 მარტი, 1962  (63 წლის)
კატეგორია:არქიტექტორი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა მოსკოვის არქიტექტურის ინსტიტუტი სპეციალობით არქიტექტურის ისტორია და თეორია 1985 წელს; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურული გეგმარების კათედრის (შემდგომში მოცულობითი არქიტექტურის მიმართულება) ასპირანტურა 1993 წელს. 

1985-1987წწ. მუშაობდა საპროექტო ორგანიზაცია "სოფლმეურნპროექტი" - ს არქიტექტორად. 1993 წლიდან მუშაობს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (შემდგომ ტექნიკური უნივერსიტეტი): 1993-2005წწ. არქიტექტურული გეგმარების კათედრა, ასისტენტი; 1997-1999წწ. საქართველოს ტექნიკური უნივესიტეტის არქიტექურული ბიურო, არქიტექტორი; 2005-2006წწ. სახვითი ხელოვნების, არქიტექტურის და ქალაქთმშენებლობის ისტორიის და თეორიის კათედრა, დოცენტი; 2006-2009წწ. არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტი, არქიტექტურის ისტორიის და თეორიის მიმართულება, მოწვეული ასოცირებული პროფესორი; 2009-2018წწ. არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტი, არქიტექტურის ისტორიის და თეორიის მიმართულება, ასოცირებული პროფესორი; 2010 - 2012წწ. ქართულ-ევროპულ უნივერსიტეტის დიზაინის ფაკულტეტი, მოწვეული ასოცირებული პროფესორი; 2018 წლიდან  დღემდე ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტი, საფუძვლებისა და თეორიის დეპარტამენტი, პროფესორი; 2019-2023წწ. კავკასიის უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტი, მოწვეული პროფესორი. გამოქვეყნებული აქვს 48 სტატია არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის თანამედროვე პრობლემებზე, მიღებული აქვს მონაწილეობა 25 სამეცნიერო კონფერენციაში, ვორქშოპებში, ტრეინინგებში, კონკურსებში. ხელმძღვანელობს სტუ-ს არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის მაგისტრატურისა (2022 წლამდე) და დოქტორანტურის პროგრამა "არქიტექტურათმცოდნეობას". არქიტექტურის დოქტორი (2004). პროფესორი (2018).

წყარო: საქათველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: gtu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ევროპის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემია, სრული წევრი (აკადემიური) (2023-)
  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, წევრი (1987-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: