The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მერაბ ღვინიაშვილი

მერაბ ღვინიაშვილი
დაბადების თარიღი:8 მარტი, 1969  (56 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით 1995 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია; 2005 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა; 2012 წელს მიენიჭა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი.

1996-2004წწ. - ქ. თბილისის მერიის იურიდიული განყოფილება და თბილისის მერიისა და საკრებულოს იურიდიული სამსახური, მთავარი სპეციალისტი; 1997 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის კათედრის მოწვეული მასწავლებელი; 2001 წლიდან - ამავე კათედრის უფროსი მასწავლებელი; 2011 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი; 2005-2009წწ. - მარნეულის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2006-2008წწ. - მარნეულის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე; 2009-2011წწ. - მარტვილის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2010-2011წწ. მივლინების საფუძველზე უფლებამოსილებას ახორციელებდა ბოლნისის რაიონულ სასამართლოში; 2011-2013წწ. - საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვი; 2013 წლის დეკემბრიდან - სიღნაღის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე დედოფლისწყროს მუნიციპალიტეტში; 2014-2015წწ. მივლინების საფუძველზე უფლებამოსილებას ახორციელებდა თბილისის საქალაქო სასამართლოში; 2016-2019წწ. - სიღნაღის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე; 2016 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე; 2019 წლის სექტემბრიდან - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე; 2017 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლის დეპარტამენტი, პროფესორი.

სადისერტაციო თემა - "აპელაცია სამოქალაქო პროცესში"; დაიცვა 2012 წელს.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: my.gtu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: