შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მორის როსტიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 2019 წელს. წერა დაიწყო 24 წლისამ; 2017 წელს დაიბეჭდა მისი პირველი რომანი - "თეატრალური იმპერია უანტრაქტოდ", სიუჟეტი ვითარდება გასული საუკუნის 30-იან წლებში და მოგვითხრობს რეპრესირებული მშობლების გამო მიმალვაში მყოფი ახალგაზრდა კაცის განცდებს, ემოციებს, თავგადასავალს, რასაც თანამედროვე თინეიჯერი რეპრესიების მსხვერპლის დღიურში კითხულობს; 2018 წელს გამოიცა მოთხრობების კრებული "ასეთ რამესაც წერენ", რომელიც საქართველოს უახლესი წარსულის პოლიტიკური კატაკლიზმებისა და ბოლო დროს რეალობაში გამეფებული მოუგვარებელი პრობლემების გამოძახილია; წიგნში შესულია პუბლიცისტიკა, მხატვრული და დოკუმენტური პროზა; 2021 წელს დაიბეჭდა მეორე რომანი "ცოდვის საზღაური", სადაც ავტორი რეალობის ასახვით ცდილობს მკითხველს დაანახოს ირგვლივ არსებული შეუსაბამობა, უსამართლობა, წინააღმდეგობრივი ურთიერთობები და ტრაგედიის შედეგად შეცვლილ რეალობასთან შეგუების ტრაგიზმი. ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის 2023 წელს პატრიოტულ თემებზე შექმნილი ნაწარმოებებისთვის დასახელებული იყო დავით აღმაშენებლის სახელობის პრემია - "ძლევაი საკვირველის" ნომინანტად. წყარო: მორის როსტიაშვილის მიერ მოწოდებული ბიოგრაფიული მონაცემები. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |