Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მორის როსტიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 2019 წელს. წერა დაიწყო 24 წლისამ; 2017 წელს დაიბეჭდა მისი პირველი რომანი - "თეატრალური იმპერია უანტრაქტოდ", სიუჟეტი ვითარდება გასული საუკუნის 30-იან წლებში და მოგვითხრობს რეპრესირებული მშობლების გამო მიმალვაში მყოფი ახალგაზრდა კაცის განცდებს, ემოციებს, თავგადასავალს, რასაც თანამედროვე თინეიჯერი რეპრესიების მსხვერპლის დღიურში კითხულობს; 2018 წელს გამოიცა მოთხრობების კრებული "ასეთ რამესაც წერენ", რომელიც საქართველოს უახლესი წარსულის პოლიტიკური კატაკლიზმებისა და ბოლო დროს რეალობაში გამეფებული მოუგვარებელი პრობლემების გამოძახილია; წიგნში შესულია პუბლიცისტიკა, მხატვრული და დოკუმენტური პროზა; 2021 წელს დაიბეჭდა მეორე რომანი "ცოდვის საზღაური", სადაც ავტორი რეალობის ასახვით ცდილობს მკითხველს დაანახოს ირგვლივ არსებული შეუსაბამობა, უსამართლობა, წინააღმდეგობრივი ურთიერთობები და ტრაგედიის შედეგად შეცვლილ რეალობასთან შეგუების ტრაგიზმი. ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის 2023 წელს პატრიოტულ თემებზე შექმნილი ნაწარმოებებისთვის დასახელებული იყო დავით აღმაშენებლის სახელობის პრემია - "ძლევაი საკვირველის" ნომინანტად. წყარო: მორის როსტიაშვილის მიერ მოწოდებული ბიოგრაფიული მონაცემები. Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |