შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მარიამ კანდელაკი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის ანიმაციის ფაკულტეტი 1994 წელს; სწავლობდა ლიუბეკის (გერმანია) ანიმაციის ტელევიზიის ბიზნეს სკოლაში (2001). ცხოვრობს და მუშაობს ბერლინში. ბერლინში, "ჰანფილმში", ანიმაციური ფილმების სტუდიაში საქმიანობს, არის საერთაშორისო პროექტების მონაწილე და ავტორი არაერთი ანიმაციური ფილმისა; მონაწილეობდა ჰალეში (გერმანია) ჩატარებული ევროპული ანიმაციის მასტერკლასებში (2002); მისი ნამუშევრები არაერთხელ დაუჯილდოვებიათ საერთაშორისო ფესტივალებზე; მის მიერ მიღებულ ჯილდოებს შორისაა რეკლამების საერთაშორისო ფესტივალზე მიღებული პირველი პრიზი (რეჟისურა, 2000, კიევი / უკრაინა); რეკლამების კავკასიური საერთაშორისო ფესტივალის პრიზი საუკეთესო კრეატიული იდეისთვის (რეჟისურა, 2001, თბილისი / საქართველო); მედიის საერთაშორისო ფესტივალის პრიზი (რეჟისურა, 2002, ბაქო / აზერბაიჯანი); მისი ნამუშევარი: "ბედნიერება" ("Felicita") განსაკუთრებულად აღინიშნა ვენეციის 66-ე კინოფესტივალზე (აღმასრულებელი პროდიუსერი, 2009, ვენეცია, იტალია). რეჟისორ-ანიმატორი, თეატრის, ტელევიზიისა და კინოს მხატვარი, პროდიუსერი. "ევროპის ანიმაციის ჯილდოს" საორგანიზაციო კომიტეტის მიერ არჩეულია საქართველოში ელჩად; ნიქოზის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატორი. წყარო: პროექტი Reverse Brain Drain: rebraindrain.wordpress.com; რადიო თავისუფლება: radiotavisupleba.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |