შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რუსლან ოტიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი აჩაბეთი, ცხინვალის რაიონი. დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1970 წელს. ინსტიტუტის დამთავრებისთანავე ცხინვალის სახელმწიფო თეატრის მსახიობია. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: მინაგო (ო. იოსელიანის "ადამიანი იბადება ერთხელ"), მაიორი ბიკოვი, ბადრი (აკ. გეწაძის "პაემანი ცაში", "მე გავქვავდები ქანდაკებად"), ქადაგი (მ. მრევლიშვილის "ბერმუხის ჩრდილი"), ტყუილ კოტრიანცი (ავქ. ცაგარელის "ხანუმა"), თავადი აბრეზკოვი (ა. ტოლსტოის "ცოცხალი ლეში"), მეფე (გ. ნახუცრიშვილის "კომბლე"), პავლე პაპა (გ. ხუხაშვილის "დაუკარით გიტარები სიყვარულზე"), აპიოსი (ვ. კანდელაკის "სოკრატე"), ჰამლეტი, ლუარსაბ თათქარიძე (მ. ელიოზიშვილის "ყველასაგან ყველასთვის", "სარკე"), ალონსო (დარიონისა და ვაისმანის "ლამანჩელი"), თენგიზი (ლ. თაბუკაშვილის "შენკენ სავალი გზები"), მეფისნაცვალი (რ. ჩოჩიევის "ხალხის სახელით"), გიორგი ჯაფარიძე (რ. თაბუკაშვილის "რაიკომის მდივანი"), ქონდარუხუცესი (ა. სულაკაურის "სალამურა"), მეზღაპრე (ბ. ქურდოვანიძის "მზის ყვავილი") და სხვა. ქართველი მსახიობი. წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.46 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |