შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იური შევჩუკი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ხაბაროვსკი. დაამთავრა კიევის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1950 წელს, რის შემდეგაც ჩაირიცხა ლ. უკრაინკას სახ. რუსული დრამის თეატრში. 1952-1956 წლებში მუშაობდა კალინინის საოლქო თეატრში. 1956-1957 წლებში მსახიობად იწყებს მუშაობას თბილისის გრიბოედოვის თეატრში. 1968-1972 წლებში ლენინგრადის მ. გორკის სახ. დიდი დრამატული თეატრის მსახიობია, ხოლო 1972 წელს კვლავ უბრუნდება თბილისის გრიბოედოვის თეატრს და განაგრძობს ნაყოფიერ სამსახიობო და სარეჟისორო მოღვაწეობას. მის მიერ განსახიერებული როლებიდან აღსანიშნავია: რასკოლნიკოვი (ფ. დოსტოევსკის "დანაშაული და სასჯელი"), გრიბოედოვი (მ. მრევლიშვილის "მგზნებარე მეოცნებე"), ჩასოვნიკოვი (ა. შტეინის "ოკეანე"), ვიქტორი (ა. არბუზოვის "ირკუტსკის ისტორია"), მამა (ძმები ტურების "მეექვსე სართული"), კურჩაევი (ა. ოსტროვსკის "ზოგჯერ ბრძენიც შეცდება"), იაკობ ბარდინი (მ. გორკის "მტრები"), ფელოტიკი (ა. ჩეხოვის "სამი და"), შოთა (მ. ბარათაშვილის "ჭრიჭინა"), ონისე (ს. შანშიაშვილის "ხევისბერი გოჩა"), ანდრეი, ვალოდია (ვ. როზოვის "გზა მშვიდობისა" და "მარად ცოცხალნი"), კლავდიო (უ. შექსპირის "წილი წილისა წილ") და სხვა. განახორციელა დადგმები: ა. შუკშინის "ენერგიული ადამიანები" და "თვალსაზრისი", ვ. ხუხაშვილის "მოსამართლე", მ. როზენის "ხუმარა", ი. ლემენტევის "ედიტა პიაფი", ა. ვამპილოვის "დამშვიდობება ივლისში" და სხვა. წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.47 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |