The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლამარა კიკილაშვილი

ლამარა კიკილაშვილი
დაბადების თარიღი:2 ნოემბერი, 1930
გარდაცვ. თარიღი:12 ოქტომბერი, 2018  (87 წლის ასაკში)
კატეგორია:მთარგმნელი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჯუგაანი, სიღნაღის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1955 წელს.

სხვადასხვა წლებში მუშაობდა საქართველოს რადიომაუწყებლობისა და ტელევიზიის სახელმწიფო კომიტეტში, რადიოს უკანასკნელ ცნობათა და ლიტერატურულ-დრამატულ რედაქციებში, ტელევიზიის ლიტერატურულ-დრამატულ რედაქციაში იყო შემოქმედებითი გაერთიანება "სხივის" ლიტერატურისა და ხელოვნების რედაქციის რედაქტორი. მის მიერ მომზადებულ გადაცემებში შემორჩენილია გ. ტაბიძის, გ. ლეონიძის, კ. გამსახურდიას, ს. ჩიქოვანის, რ. ინანიშვილის, ჭ. ამირეჯიბის, ო. ჭილაძის, ა. კალანდაძის, მ. ლებანიძის, თ. ჩხენკელის, ვ. ანჯაფარიძის და სხვა ხელოვანთა ხმის ჩანაწერები, რომლებიც ინახება საქართველოს რადიოს "ოქროს ფონდში". მის საავტორო გადაცემა "სახსოვარი" ქართული მწერლობისა და ხელოვნების ფართო სპექტრს მოიცავდა. მას ნათარგმნი აქვს ვ. ვან გოგის "წერილები", ა. პერიუშოს "პოლ გოგენი", "ტულუზ-ლოტრეკი", "მანე", "მონე", ა. ფიდლერის "ამაზონის ძახილი" და "კანდის ტყეთა სურნელება". დაჯილდოებულია ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდის უმაღლესი ჯილდოთი – "ოქროს ფრთა".

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 27

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1995 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1983 - საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი
  • ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემია

გააზიარე: