შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ქეთევან სახვაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1987 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტურა 2012 წელს. 1996-1999წწ. - საქართველოს პარლამენტის მიგრაციისა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეების კომიტეტის აპარატის უფროსი; 2000-2004წწ. - საქართველოს პარლამენტის უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეების კომისიის მოწვეული სპეციალისტი; 2004-2005წწ. - საქართველოს პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი; 2005 წლიდან - ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო, მთავარი სპეციალისტი; 2008-2011წწ. - ამავე სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტი, მთავარი სპეციალისტი; 2011 წლიდან - სახელმწიფო აუდიტის სამსახური, თავდაცვის და უშიშროების დეპარტამენტი, აუდიტორი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი. სამეცნიერო ინტერესები: საერთაშორისო საჯარო სამართალი, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი, ლტოლვილთა სამართალი, ჰუმანიტარული სამართალი. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები. წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: my.gtu.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |