შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თინა ჟორჟოლიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უცხო ენების ფაკულტეტი ინგლისური ენის მასწავლებლის სპეციალობით 1938 წელს. 1943 წელს თ. ჟორჟოლიანი მთავრობის მოწოდების საფუძველზე ოჯახთან ერთად გაემგზავრა საინგილოში (აზერბეიჯანის სსრ), იქ მცხოვრები ქართველების ეროვნული ცნობიერების ასამაღლებლად, დაბა კახში გახსნილ ქართულ სკოლაში, სადაც ქართულს და სიმღერას ასწავლიდა ინგილო ბავშვებს; ომის დამთავრების შემდეგ, საინგილოდან დაბრუნებულმა მუშაობა დაიწყო ჯანმრთელობის დაცვის სამედიცინო ბიბლიოთეკაში - უფროს ბიბლიოთეკარად, სადაც იმუშავა უწყვეტად 40 წელი; ავტორი იყო ბევრი იუმორისტული პუბლიკაციის, რომელიც შემდგომ 4-ჯერ გამოიცა "ნიანგის ბიბლიოთეკით". რესპუბლიკის მნიშვნელობის პერსონალური პენსიონერი. ცნობილი იურისტის, ადვოკატისა და ნოე ჟორდანიას ქვესტორის (საქმეთა მმართველი) სერგო ჟორჟოლიანის შვილი, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის ბიძინა ფერაძის მეუღლე, მწერალ ილია და მსახიობ გია ფერაძეების დედა. წყარო: მე, ბებია-ბაბუა, დედა, მამა და გია ფერაძე / ი. ფერაძე.-თბ.,2006.-გვ.270 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |