შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანდრო კიკნაველიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი კიკნაველეთი (ახლანდელი საკრაულა), ბაღდათის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის აგროეკონომიკის ფაკულტეტი 1953 წელს. 1954–1960წწ. მუშაობდა ჩაის მრეწველობის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის (ანასეული) ეკონომიკის განყოფილების გამგედ; 1960–1963წწ. საქართველოს სოფლის მეურნეობის ეკონომიკისა და ორგანიზაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის განყოფილების გამგედ; 1966–1973წწ. დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო ნაწილში; 1963–1966წწ. სახალხო მეურნეობის ეკონომიკის და დაგეგმვის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის განყოფილების გამგედ; 1973–1981წწ. საქართველოს სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ; 1981–2001წწ. საქართველოს სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტში აგროსამრეწველო საწარმოთა ორგანიზაციის კათედრის გამგედ; 2001–2006წწ. პროფესორის თანამდებობაზე. მისი სამეცნიერო ნაშრომები ეძღვნება საქართველოს სოფლების ეკონომიკისა და სოციალური განვითარების თეორიისა და პრაქტიკის, აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეკონომიკის, ორგანიზაციის, მართვისა და დაგეგმვის საკითხებს. ავტორია მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიებისა და სახელმძღვანელოების. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (1972), პროფესორი (1976), აგროეკონომისტი. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 27-28 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |