The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ ლებანიძე

ზურაბ ლებანიძე
დაბადების თარიღი:11 იანვარი, 1952  (73 წლის)
კატეგორია:გეოლოგი, ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო - გეოლოგიური ფაკულტეტი 1975 წელს; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურა 2003 წელს

1975-2000წწ. სამთო მექანიკის ინსტიტუტი, სამთო თბოფიზიკის ლაბორატორია, მეცნიერ - თანამშრომელი; 2000 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამთო ტექნოლოგიის დეპარტამენტი, ასოცირებული პროფესორი; 2006 წლიდან საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, საავტომობილო გზების საპროექტო სამსახური, ტექნიკური ნებართვების სამმართველოს უფროსი. გამოქვენებული აქვს 40-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. კვლევის საგანია სამთო, სატრანსპორტო და სხვა დანიშნულების მიწისქვეშა ნაგებობების და გვირაბების გარემომცველი სამთო მასივის დაძაბულ-დეფორმირებული მდგომარეობის კვლევა ლაბორატორიულ და საწარმოო პირობებში. სამთო ქანების ფიზიკურ-მექანიკური მახასიათებლების და სხვა ფაქტორების გავლელენის კვლევა გვირაბების გარემომცველი სამთო მასივის დაძაბულ - დეფორმაციული ველების ფორმირებაზე. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი/ აკადემიური დოქტორი (2003), ასოცირებული პროფესორი (2000).

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge


გააზიარე: