შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ირაკლი ფერაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიული ფაკულტეტი 1927 წელს. სწავლის პერიოდში იგი სწავლას უთავსებდა შრომით საქმიანობას; 1931 წლიდან გარდაცვალებამდე იგი თბილისშია და სხვადასხვა დროს მუშაობდა: ამიერკავკასიის მცენარეთა დაცვის ტექნიკუმის დირექტორის მოადგილედ სასწავლო ნაწილში, საფეიქრო სასწავლებლის დირექტორის მოადგილედ, მსუბუქი მრეწველობის სახალხო კომისარიატის სასწავლო დაწესებულებათა სამმართველოს უფროსად, თბილისის 59-ე საშუალო სკოლის დირექტორად, სტალინის რაისაბჭოს აღმასკომის განათლების განყოფილების გამგედ; არჩეული იყო რაიონული საბჭოს დეპუტატად, პარტიის რაიკომის წევრად; 1950 წლიდან მუშაობას იწყებს თბილისის მანქანათმშენებლობის ტექნიკუმში ისტორიის მასწავლებლად. მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია: "ელექტროტექნიკის საფუძვლები". გამოჩენილი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის ილია ფერაძის შვილი, გიორგი და ბიძინა ფერაძეების ძმა. წყარო: მწერალ ილია ფერაძის მიერ მოწოდებული ბიოგრაფიული მონაცემები. ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |