The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით გორგაძე

დავით გორგაძე
Date of birth:9 October, 1903
Date of death:7 March, 1981  (at 77 years)
Category:Economist, Translator, Writer

Biography

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიკური ფაკულტეტი 1926 წელს. 

გიმნაზიაში სწავლის ბოლო წელს როგორც მოხალისემ მიიღო მონაწილეობა საქართველოსა და რუსეთს შორის ომში 1921 წლის თებერვალში. 1928-1938 წლებში მუშაობდა ჯერ ამიერკავკასიის ფედერაციის, შემდეგ კი საქართველოს სსრ სახელმწიფო საგეგმო კომიტეტში. 1938 წელს, საყოველთაო რეპრესიებისას, დააპატიმრეს სახელმწიფო ღალატის ბრალდებით. 1938-1945 წელს იხდიდა სასჯელს ჯერ საკონცენტრაციო ბანაკში - რუსეთის ჩრდილოეთით, გადასახლების ბოლო წელს კი აზერბაიჯანში. 1945-1957 წლებში ხელმძღვანელობდა ტყიბულის, წყალტუბოს და ქუთაისის "საქნახშირის" სამშენებლო ორგანიზაციების საგეგმო სამსახურებს. 1957 წელს მიიღო რეაბილიტაცია და საცხოვრებლად დაუბრუნდა თბილისს. 1965–1978 წლებში მუშაობდა კვების მრეწველობის სამინისტროში საგეგმო განყოფილების ხელმძღვანელად.      დ. გორგაძეს ეკუთვნის მოგონებები დაპატიმრების და გადასახლების შესახებ "მოგზაურობა ჯოჯოხეთში", რომელიც გამოსცა საქართველოს ეროვნულმა არქივმა 2019 წელს. იგი წერდა ლექსებს, მცირე ფორმის მოგონებებს 1921 წლამდე თბილისის ყოფიდან, იგავ-არაკებს ლექსად. იგავები (რუსულ ენაზე) გამოქვეყნებული ჰქონდა ჟურნალში "ЛИТЕРАТУРНАЯ ГРУЗИЯ", თარგმნიდა რუსულად ქართველ პოეტთა ლექსებს. ცნობილი ქართველი ისტორიკოსის სერგი გორგაძის შვილი.

წყარო: მწერალ ილია ფერაძის მიერ მოწოდებული ბიოგრაფიული მონაცემები.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, წევრი

Bibliography


Share: