შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თეიმურაზ კიკნაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი,. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საორკესტრო განყოფილება ჩელოსა და კონტრაბასის სპეციალობით (ხელმძღვ. პროფ. ნ. სავჩენკო) 1968 წელს. 1968–1975წწ. ვიოლონჩელის, არფის და კონტრაბასის კათედრის პედაგოგი იყო. მისი მოსწავლეები წარმატებით მოღვაწეობენ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. 1968 წლიდან დაიწყო საკონცერტო მოღვაწეობა. მის რეპერტუარში იყო მსოფლიო საკონტრაბასო მუსიკის ყველა მნიშვნელოვანი ნაწარმოები, აგრეთვე ქართველ კომპოზიტორთა მიერ სპეციალურად ჩელოსთვის დაწერილი მუსიკა. მან საკუთარი ინტერპრეტაციით შეასრულა ქართველი კომპოზიტორების (ზ. ფალიაშვილის, დ. არაყიშვილის, შ. თაქთაქიშვილის, რ. ლაღიძის, ს. ცინცაძის) ნაწარმოებები. მისი შესრულება გამოირჩეოდა ემოციურობით, ლირიზმით, ტექნიკური სრულყოფილებით. 1975–1977წწ. სამუშაოდ მიავლინეს ლათინურ ამერიკაში (ეკვადორის რესპუბლიკა, ქ. კიტო) კონსერვატორიის პედაგოგად და ქ. კიტოს სიმფონიური ორკესტრის კონცერტმაისტერად. იგი მონაწილეობდა საშეფო და საქველმოქმედო კონცერტებში. აღსანიშნავია მისი, როგორც ორგანიზატორის მოღვაწეობა. 1977–1980წწ. იყო თბილისის მე-5 და 1989–1995წწ. მე-12 სამუსიკო სკოლების დირექტორი. 1995–2005წწ. მუშაობდა მთაწმინდის პარკის გენერალურ დირექტორად. არის ამიერკავკასიის მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსის პირველი ქართველი ლაურეატი (1959). მუსიკოს-შემსრულებელი (კონტრაბასი). წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 32 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |