შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ეკატერინე ბაგრატიონ-გრუზინსკაია![]()
ბიოგრაფიამეფე ერეკლე II-ის შვილთაშვილი, ირაკლი ბატონიშვილისა და თამარ ჭავჭავაძის ქალიშვილი. თამარი იყო ალექსანდრე ჭავჭავაძის შვილიშვილის შვილი, საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კომიტეტის წევრი. ეკატერინეს მამა – ირაკლი ბაგრატიონი – ერეკლე II-ის შვილიშვილი. ეკატერინე ბაგრატიონ-გრუზინსკაია წლების განმავლობაში ცხოვრობდა ევროპაში (შვეიცარია, დრეზდენი, რომი, ვენეცია, პარიზი). სწავლობდა პარიზის კათოლიკური ეკლესიის ქალთა სკოლაში, სორბონის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. ფლობდა ფრანგულ, ინგლისურ, იტალიურ ენებს. თბილისში დაბრუნების შემდეგ, 1896 წელს, ცოლად გაჰყვა ივანე რატიშვილს (ზამთრის სასახლის, მუზეუმების განძეულობათა და ისტორიული ძეგლების დაცვის მთავარი კომენდანტი). შეეძინათ ქალ-ვაჟი. მისი საოჯახო ნივთები, ისტორიულ-მხატვრული ღირებულების ფაიფურის ჭურჭელი, სამკაულები, ხელსაქმის ნიმუშები საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადასცა ივანე რატიშვილმა. ივანე რატიშვილის მეუღლე. წყარო: მემორიალური ექსპონატების კვლევისათვის / თემურ შარიქაძე // საქართველოს ეროვნული მუზეუმის მოამბე = Bulletin of the Georgian National Museum.-თბილისი, 2014.-N5 (50–B).-გვ.471; "ამხანაგი თავადი" - განძეულობათა გადამრჩენი : მასალები ზამთრის სასახლის კომენდანტ ივანე რატიშვილის შესახებ / შალვა გოგიძე.-თბ.,1987
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |