The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნოდარ კილაძე

ნოდარ კილაძე
დაბადების თარიღი:28 მარტი, 1925
გარდაცვ. თარიღი:12 აგვისტო, 2010  (85 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, სამხედრო პირი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1959 წელს.

1954 წლამდე იყო სამხედრო სამსახურში. 1960–2010წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ელექტრონიკის, ავტომატიკისა და ტელემექანიკის ინსტიტუტში (2010 წლიდან – სტუ-ის ა. ელიაშვილის სახ. მართვის სისტემების ინსტიტუტი). 1978 წლიდან იყო ამ ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი. 1963 წლიდან ელექტრონულ მოწყობილობათა განყოფილების გამგე. პარალელურად (1968–1972) მუშაობდა აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში. მისი სამეცნიერო კვლევის სფეროა ინფორმაციის გარდამსახი სისტემების დამუშავება და შექმნა, კომპიუტერში შეყვანილი ქართული ტექსტების ხმოვან ფორმატში პროგრამული გადაყვანა, საფრენი აპარატების ფრენისას შექმნილი ავარიული სიტუაციების პროგრამული ანალიზი და ვიზუალიზაცია. იყო მეორე მსოფლიო ომის (1939–1945) მონაწილე. მიღებული აქვს სამთავრობო ჯილდოები. გამოთვლითი ტექნიკისა და ინფორმატიკის სპეციალისტი. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1977). 

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 39

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1985 - საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი

გააზიარე: