შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
როზმარი კიფერი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ლუქსემბურგი. დაამთავრა სორბონის უნივერსიტეტის ფრანგული ფილოლოგიის ფაკულტეტი 1955 წელს. ქართული ლიტერატურით დაინტერესდა XX ს. 70-იან წლებში. შეისწავლა ქართული ენა, ორჯერ ჩამოვიდა თბილისში, კონტაქტი დაამყარა ქართველ მწერლებთან და მეცნიერებთან; საზღვარგარეთ კითხულობდა ლექციებს ქართული კულტურისა და ლიტერატურის საკითხებზე. უცხოურ პრესაში აქვეყნებდა საყურადღებო სტატიებსა და რეცენზიებს. აღსანიშნავია მისი სტატიები: "შოთა რუსთაველი აღმოსავლური რენესანსის გარიჟრაჟზე", "ქართული კლასიკური და თანამედროვე პოეზია", «კონსტანტინე გამსახურდიას "დიდოსტატის მარჯვენის" შესახებ», "კულტურული ურთიერთობანი საქართველოსა და საფრანგეთს შორის", "ნიკო ფიროსმანი", "ანა კალანდაძის პოეზია" და სხვ. ასევე წერდა სტატიებს ქართველ მეცნიერებზე. თარგმნიდა ქართველი პოეტების ლექსებს. ფრანგი ქართველოლოგი, დოქტორი (1958), პროფესორი (1965). წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 71
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |