The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი კობახიძე

გივი კობახიძე
სხვა სახელი:გივი შაორელი  (ფსევდონიმი)
გორდა მახვილაძე  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:12 ივლისი, 1919
გარდაცვ. თარიღი:23 მარტი, 1998  (78 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვაშინგტონი
კატეგორია:ისტორიკოსი, პედაგოგი, პოეტი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1941 წელს.

1941 წელს გაიწვიეს II მსოფლიო ომში. 2 წელი გერმანელთა ტყვეობაში გაატარა. გათავისუფლების შემდეგ მუშაობა დაიწყო ბერლინის თერაპიულ კლინიკაში, პარალელურად თანამშრომლობდა ქართული ჟურნალების ("ქართველი ერი", "საქართველო") რედაქციებთან. ომის დამთავრების შემდეგ ლექციებს კითხულობდა მიუნხენის უნივერსიტეტში. იქვე შეხვდა მ. წერეთელს. 1948 წელს მან კ. სალიას, გ. რობაქიძესა და მ. წერეთელთან ერთად დააარსა ჟურნალი "ბედი ქართლისა", რომელშიც ბეჭდავდა ლექსებს, კრიტიკულ წერილებს ქართული მწერლობის საკითხებზე. 1949 წელს მეუღლესთან ერთად აშშ-ში გადასახლდა. 1952 წელს მან ნიუ-იორკში (სხვებთან ერთად) საფუძველი ჩაუყარა "ქართველთა დემოკრატიულ კავშირს" (შემდეგ "საქართველოს დამოუკიდებლობის აღნიშვნის ამერიკული საბჭო"). იქვე ქართულ ჟურნალებში ("ცნობის ფურცელი" და "ჩვენი გზა") იბეჭდებოდა მისი ლიტერატურულ-პუბლიცისტური ხასიათის წერილები. 1955–1956წწ. გამოსცემდა საკუთარ გაზეთს "ქართველ ერს", რომელიც 1957 წელს ჟურნალად გადააკეთა ("კრებული"). სხვადასხვა დროს ქართულ ენას ასწავლიდა ცნობილ ქართველოლოგებს დ. ლანგს, კ. ბრეითვეითს, დ. ჰოლისკს. 1958 წლიდან იყო არქეოლოგიური და ჯონ ჰოპკინსის სახელობის მედიცინის ისტორიის ინსტიტუტების, ფორდამის (ნიუ-იორკი) სამედიცინო უნივერსიტეტის მეცნიერი თანამშრომელი. ქართული ემიგრაციის მემატიანე იყო და შემოგვინახა დიდძალი დოკუმენტური მასალა ქართველ ემიგრანტთა ცხოვრების შესახებ. ლიტერატორი, რედაქტორ-გამომცემელი. 

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 96

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ამერიკის ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოება, წევრი
  • ამერიკის საისტორიო და ეროვნული საზოგადოებება, წევრი

გააზიარე: