შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თეა კვაბზირიძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის ბიზნესისა და სოციალურეკონომირი მართვის უნივერსიტეტი, იურისტ-ეკონომისტის კვალიფიკაციით 1997 წელს; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პ. გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი ასპირანტურა 2006 წელს; მეცნიერებათა აკადემიის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურა 2008 წელს. 1994-2008წწ. - საქართველოს ეროვნული ბანკი, იურიდიული დეპარტამენტი, იურისტი; 2008-2010წწ. - სს "ნოვა ტექნოლოჯი", იურისტი; 2009-2010წწ. - ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტი, სამართლის ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი; 2011 წლიდან - ადვოკატთა ასოციაცია, ადვოკატი; 2015-2019წწ. - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი, მთავარი ინსპექტორი; 2017 წელს - კავკასიის უნივერსიტეტი, სამართლის ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი; 2017 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი; 2019 წლიდან - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, გენერალური ინსპეცია, ფინანსური მონიტორინგის და ანალიზის სამმართველოს უფროსის მოადგილე. კვლევითი ინტერესები: საბანკო სამართლისა და დაზღვევის სამართლის მიმართულებით არსებული პრობლემებისა და ნაკლოვანებების გამოვლენა. მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში. მუშაობს სამეცნიერო ნაშრომებზე. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი. წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: my.gtu.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |