The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ელენე ბლიაძე

ელენე ბლიაძე
დაბადების თარიღი:14 ნოემბერი, 1970  (54 წლის)
კატეგორია:გეოგრაფი, ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის ფაკულტეტი  ინჟინერ მეტეოროლოგის კვალიფიკაციით 1995 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო გეოდეზიისა და გეოინფორმატიკის კათედრის დოქტურანტურა 2023 წელს.

2000-2006წწ. კადასტრისა და მიწის რეგისტრაციის ქართულ-გერმანული პროექტი, ქუთაისის და თბილისის მონაცემთა დამუშავების ცენტრი, გეოინფორმაციული სისტემების ექსპერტი; 2006-2010წწ. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, პროფესორის ასისტენტი; 2007-2015წწ. საქართველოს, იუსტიციის სამინისტროს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, გეოდეზიისა და კარტოგრაფიის, სივრცითი ინფორმაციისა და კადასტრის უზრუნველყოფის დეპარტამენტი-მენეჯერი, კადასტრის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი; 2007-2011წწ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ინფორმაციული წიგნიერების  მოწვეული პედაგოგი; 2013 წლიდან შემფასებელთა და ექსპერტთა პროფესიული განვითარების ცენტრის სერტიფიკაციის ორგანო, ტრენერი; 2015 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი ასისტენტი; 2015-2021წწ. გის (გეოგრაფიული ინფორმაციული სისტემა) და დისტანციური ზონდირების საკონსულტაციო ცენტრი "გეოგრაფიკი", კარტოგრაფირება და სივრცითი ანალიზი, პროექტების მენეჯერი, 2023 წლიდან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი. 7 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, ინჟინერიის დოქტორი (2023).

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge


გააზიარე: