შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სიმონ ხეჩინაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ახალციხე. დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია 1879 წელს; მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1884 წელს. სამედიცინო საქმე საფუძვლიანად შეისწავლა საფრანგეთში, გერმანიასა და შვედეთში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ძირითადად ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ქუთაისში. სხვადასხვა დროს იყო ქუთაისში ქალაქის ამბულატორიის, გიმნაზიის ექიმი, ქუთაისის სამედიცინო საზოგადოების თავმჯდომარე. მისი ინიციატივით (დ. ნაზარიშვილთან და გ. გოკიელთან ერთად) ქუთაისში აშენდა 250 საწოლიანი საავადმყოფო. უსასყიდლოდ მკურნალობდა ქუთაისის თეატრის დასს, დასავლეთ საქართველოს ღარიბ მოსახლეობას, კითხულობდა საგანმანათლებლო ლექციებს სამედიცინო თემებზე. მისი პუბლიკაციები ხშირად იბეჭდებოდა საქართველოს იმდროინდელ პრესაში. 1905 წლის ქართველთა შორის წერა - კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, სიმონ ივანეს ძე ხეჩინაშვილი ქუთაისის სკოლაში ცხრამეტი წელი ასწავლიდა, ხოლო 1892 წლის 18 თებერვლის გაზეთ "ივერიის" ცნობით, მკურნალი სიმონ ხეჩინაშვილი (ხეჩინოვი) ქუთაისის სათათბიროს მესამე თანრიგის ხმოსნად აირჩიეს. 1925 წელს ბერლინში სამკურნალოდ ჩავიდა და მიუხედავად თირკმელების წარმატებული ოპერაციისა რამდენიმე დღეში იქვე გარდაიცვალა. ახალციხელ კათოლიკეთა ოჯახიდან, მარუსა (მარიამ) ხეჩინაშვილი-მარგველაშვილის მამა, ოტორინოლარინგოლოგ სიმონ ხეჩინაშვილის ბაბუა. წყარო: ქართველი კათოლიკე ექიმები, ნაწ.1. -თბ., 2024. -გვ.95-99 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |