The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოდიმე კონდაკოვი

ნიკოდიმე კონდაკოვი
დაბადების თარიღი:13 ნოემბერი, 1844
გარდაცვ. თარიღი:17 თებერვალი, 1925  (80 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ხელოვნებათმცოდნე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ხალანი, ნოვი-ოსკოლის მაზრა, კურსკის გუბერნია.

დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტი 1865 წელს.

1870–1888წწ. ასწავლიდა ოდესის, ნოვოროსიისკის უნივერსიტეტებში; 1888–1917წწ. სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტში; 1920 წლიდან წავიდა ემიგრაციაში. თავდაპირველად ცხოვრობდა კონსტანტინოპოლში, შემდეგ – სოფიაში; 1922 წლიდან ასწავლიდა პრაღის უნივერსიტეტში. უმთავრესად იკვლევდა ბიზანტიური და ძველი რუსული ხელოვნების ძეგლებს. დაამუშავა ხელოვნების ნაწარმოებთა შესწავლის იკონოგრაფიული მეთოდი, ანალიზი გაუკეთა ძეგლთა ტიპოლოგიურ თავისებურებებს. სწავლობდა ქართულ ძეგლებს, აინტერესებდა მათი მიმართება ბიზანტიურ კულტურასთან. ზოგიერთი შეცდომის მიუხედავად, ქართული ხელოვნების შესწავლა მაღალ მეცნიერულ დონეზე აიყვანა. მისი ნაშრომი "საქართველოს ზოგიერთ ტაძარსა და მონასტერში დაცულ სიძველეთა ძეგლების აღწერილობა" დღესაც ინარჩუნებს გარკვეულ მეცნიერულ ღირებულებას. 1918 წლის 27 თებერვალს აირჩიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად. რუსი ხელოვნების ისტორიკოსი, სანქტ-პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1898).

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 145

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • პეტერბურგის სამხატვრო აკადემია, წევრი (1893-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: