Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნიკოდიმე კონდაკოვი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ხალანი, ნოვი-ოსკოლის მაზრა, კურსკის გუბერნია. დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტი 1865 წელს. 1870–1888წწ. ასწავლიდა ოდესის, ნოვოროსიისკის უნივერსიტეტებში; 1888–1917წწ. სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტში; 1920 წლიდან წავიდა ემიგრაციაში. თავდაპირველად ცხოვრობდა კონსტანტინოპოლში, შემდეგ – სოფიაში; 1922 წლიდან ასწავლიდა პრაღის უნივერსიტეტში. უმთავრესად იკვლევდა ბიზანტიური და ძველი რუსული ხელოვნების ძეგლებს. დაამუშავა ხელოვნების ნაწარმოებთა შესწავლის იკონოგრაფიული მეთოდი, ანალიზი გაუკეთა ძეგლთა ტიპოლოგიურ თავისებურებებს. სწავლობდა ქართულ ძეგლებს, აინტერესებდა მათი მიმართება ბიზანტიურ კულტურასთან. ზოგიერთი შეცდომის მიუხედავად, ქართული ხელოვნების შესწავლა მაღალ მეცნიერულ დონეზე აიყვანა. მისი ნაშრომი "საქართველოს ზოგიერთ ტაძარსა და მონასტერში დაცულ სიძველეთა ძეგლების აღწერილობა" დღესაც ინარჩუნებს გარკვეულ მეცნიერულ ღირებულებას. 1918 წლის 27 თებერვალს აირჩიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად. რუსი ხელოვნების ისტორიკოსი, სანქტ-პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1898). წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 145 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |