შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანზორ ნიკოლაიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სამტრედია. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მეღვინე-ტექნოლოგის სპეციალობით. ქართული ცეკვის საფუძვლებს დაეუფლა საშუალო სკოლაში ალ. ქაროსანიძის ხელმძღვანელობით. წარმატებით გამოდიოდა მხატვრული თვითმოქმედების ოლიმპიადებზე. 1955-1956 წლებში ცეკვავდა ქორეოგრაფ გ. დარახველიძის ხელმძღვანელობით თბილისის ტრამვაი-ტროლეიბუსების სამმართველოს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში. იგი ქართული ცეკვის ახალგაზრდულ ანსამბლთან ერთად მონაწილეობდა სტუდენტი-ახალგაზრდობის 1957 წლის მოსკოვის VI მსოფლიო ფესტივალში და ფესტივალის ლაურეატის წოდებაც მოიპოვა. 1958 წელს ი. სუხიშვილმა და ნ. რამიშვილმა საქართველოს ქართული ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში მიიღეს, სადაც როგორც პროფესიონალი მსახიობი ჩამოყალიბდა და გახდა ერთ-ერთი წამყვანი სოლისტი. 1958-1982 წლებში ანსამბლთან ერთად დიდი წარმატებით მოიარა მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყანა. აკადემიურ ანსამბლში მის მიერ შესრულებული სოლო პარტიებიდან აღსანიშნავია "ქართული", "დავლური", "ხევსურული", "მთიულური", "ფარიკაობა" და სხვა. 1982 წლიდან იყო საგარეჯოს სარეკლამო-საფირმო მაღაზია "სამებას" დირექტორი, პარალელურად მოღვაწეობდა საგარეჯოს რაიონის ქართლ-კახური სიმღერისა და ცეკვის თვითმოქმედი ანსამბლის მთავარ ქორეოგრაფად. დაჯილდოებულია საპატიო სიგელებით. წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.68; ანზორ ნიკოლაიშვილი : ხსოვნა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2006. - 1 სექტემბერი. - N171 (5512). -გვ.16; ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი / გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.გვ.97 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |