შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანზორ გოგორიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ფოთი. დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის მუსიკალური ფაკულტეტი 1965 წელს. იგი ვ. აბაშიძის სახ. მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობი იყო. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: კულტმუშაკი (მ. ჯოჯუას "უცნაური მკვლელობა"), ფრედი (ფ. ლოუს "ჩემი მშვენიერი ლედი"), აშუღი, მეგრელი ძუკუ (ა. შავერზაშვილის "ნინო"), სანდრია (შ. აზმაიფარაშვილის "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"), ფრანჩესკო, კინტო, მარკიზი, ფორ ლიპოპოლი (გ. ცაბაძის "ჩემი შეშლილი ძმა", "კურკას ქორწილი", "მირანდოლინა"), პაბლო (ი. მილუტინის "ჩანიტას კოცნა"), მერცხალი (ს. ცინცაძის "სიმღერა ტყეში"), ასქერი (უ. ჰაჯიბეკოვის "არშინ მალ ალან"), სერგო (ვ. კურდიტის "ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს"), აბო (ლ. იაშვილის "ბაბაჯანას ქოშები"), ალმავივა (ჯ. პაიზიელოს "სევილიელი დალაქი"), აიზენშტეინი (ი. შტრაუსის "ღამურა"), პიერო (ი. ბობოხიძის "ბურატინო"), პადრე (მიჩ ლის "ლამანჩელი"), ბაჩილა (ო. თაქთაქიშვილის "ორი განაჩენი"), ქერიმ-ღა (ა. ჩიმაკაძის "მაია წყნეთელი"), ნაომი (ჯ. ბოკის "მევიოლინე სახურავზე") და სხვა. წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.69; ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი - Vaso Abashidze State New Theatre: facebook.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |