შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ კონიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზია 1896 წელს; მოსკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1900 წელს. უნივერსიტეტში სწავლის დროს იყო კავკასიის სასკოლო წრის წევრი და კავკასიის სასწავლო ოლქის სტიპენდიატი; 1900 წლიდან მათემათიკის მასწავლებლად მუშაობდა ქ. შუშის რეალურ სასწავლებელში, ორი წლის შემდეგ – ქ. სტავროპოლში, 1904 წლიდან თბილისის მესამე გიმნაზიაში; 1907‒1914წწ. თბილისის ქალთა პირველ გიმნაზიაში (1918 წლიდან ‒ დირექტორი); 1909 წელს მონაწილეობდა თბილისის ქალთა უმაღლესი კურსების (პირველი უმაღლესი სასწავლებელი კავკასიაში) შექმნაში; აქვე დაინიშნა ფიზიკისა და მათემატიკის კათედრის გამგედ; მისი ინიციატივით მოეწყო ფიზიკის ლაბორატორიები; 1913 წელს მისი ორგანიზატორობით თბილისში ჩატარდა ბუნებისმეტყველთა და ექიმთა XIII ყრილობა; 1921 წელს აირჩიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს წევრად; მრავალი წელი ასწავლიდა ელემენტარულ მათემატიკას, დიფერენციალურ და ინტეგრალურ აღრიცხვას, ასევე მათემატიკის სწავლების მეთოდებს; 1938 წლიდან იგი შეთავსებით მუშაობდა საქართველოს განათლების სამინისტროს პედაგოგიურ მეცნიერებათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. მათემატიკის სწავლების მეთოდიკის ფუძემდებელი საქართველოში. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 150
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |