შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კონსტანტინე ბატონიშვილი![]()
ბიოგრაფიაიმერეთის მეფე, დავით II-ის ძე, გენერალ-მაიორი. 3 წლის კონსტანტინე ბატონიშვილი მამამ ერთგულების ნიშნად სოლომონ II-ს მძევლად დაუტოვა. დავით II-ის მიერ ტახტის დაბრუნების მცდელობის გამო 1792 სოლომონმა უფლისწული მუხურის ციხეში ჩაკეტა. 1803 წელს რუსეთის მთავრობის მოთხოვნით სოლომონ II-მ კონსტანტინე ბატონიშვილი გაათავისუფლა და იმერეთის ტახტის მემკვიდრედ ცნო. შემდეგში სოლომონმა შეძლო ახალგაზრდა უფლისწულის შემორიგება. იმერეთის სამეფოს გაუქმების (1810) შემდეგ კონსტანტინე ბატონიშვილი პეტერბურგს გაემგზავრა და კაზაკთა ლაიბგვარდიის პოლკში ჩაირიცხა როტმისტრად. მონაწილეობდა რუსეთის 1812 წლის სამამულო ომში. მისი შვილები (დავითი, გიორგი, კონსტანტინე, ნიკოლოზი, ალექსანდრე) რუსეთში იმერეტინსკებად იწოდებოდნენ ან "ბაგრატიონ-იმერეტინსკებად" იწოდებოდნენ. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველოს სამეფო: georoyal.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 158-159 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |