შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იათამზე კოტეტიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი 1953 წელს. 1957–1963წწ. იყო დ. უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერი მუშაკი; 1972–1974წწ. ინსტიტუტის სწავლული მდივანი; 1975–1977წწ. დაწყებითი სწავლების ლაბორატორიის გამგე, 1978–2005წწ. – პედაგოგიკური ფსიქოლოგიის განყოფილების გამგე, ინსტიტუტის დახურვამდე (2011) მთავარი მეცნიერის თანამდებობა ეკავა. პარალელურად ნაყოფიერად მოღვაწეობდა პედაგოგიურ სარბიელზე. წლების განმავლობაში იყო სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიკური უნივერსიტეტის პროფესორი. მისი სამეცნიერო კვლევები მოიცავს ბავშვის ფსიქოლოგიას, სწავლების ფსიქოლოგიას, დაწყებით კლასებში მათემატიკის სწავლების ფსიქოლოგიას; სკოლამდელი ბავშვის მომზადებას კითხვისთვის. სამეცნიერო პუბლიკაციებსა და სახელმძღვანელოებში ასახულია დაწყებითი სწავლების სფეროში არსებული მრავალი ახალი დებულება და ემპირიული მონაცემი. მას ეკუთვნის რეპრეზენტაციული ფუნქციის განვითარების ახალი მოდელი, სკოლაში მათემატიკის სწავლების ორიგინალური კონცეფცია და სხვ. ფსიქოლოგიის მეცნ. დოქტორი (1993), პროფესორი (2004). წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; ქართული ენის ციფრული ლაბორატორია: dlab.ug.edu.ge; facebook.com; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.189 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |