შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნანული კოტრიკაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიის ფაკულტეტი, სპეციალობით ორგანული ქიმია 1969 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა 1974 წელს. 1969 წლიდან სამეცნიერო კვლევა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის ბიოფიზიკის კათედრაზე; 1993–1999წწ. იყო სამეცნიერო-კვლევითი პრობლემური ლაბორატორიის "კანცეროგენეზის მოლეკულური მექანიზმების" სამეცნიერო ხელმძღვანელი; 1999–2006წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის უჯრედული და მოლეკულური ბიოლოგიის კათედრის გამგე; 2006–2009წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიოლოგიის მიმართულების ასოცირებული პროფესორი; 2009 წლიდან არის ბიოლოგიის დეპარტამენტის, "უჯრედული და მოლეკულური ბიოლოგიის" კათედრის გამგე, პროფესორი, 2017 წლიდან ამავე ფაკულტეტთან არსებული უჯრედული და მოლეკულური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის (უმმი) დირექტორი. მის სამეცნიერო კვლევის სფეროს წარმოადგენს კანცეროგენული ტრანსფორმაციის უჯრედული და მოლეკულური მექანიზმების შესწავლა ჰორმონო-დამოკიდებული სიმსივნეების (წინამდებარე ჯირკვალი, სარძევე ჯირკვლის, საშვილოსნოს ტანის) დროს; 2016−2018წწ. ჩატარებულ ნაშრომთა ციკლისათვის ავტორთა ჯგუფთან (თ. ჩიგოგიძე, ნ. კოტრიკაძე, მ. ალიბეგაშვილი, ლ. რამიშვილი, ნ. გაბუნია) ერთად გადაეცა ლ. მანაგაძის სახელობის I ხარისხის პრემია და დიპლომი (2018). არის სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1988), პროფესორი (1996). წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; old.tsu.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.192 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |