The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამარ გიორგაძე

თამარ გიორგაძე
დაბადების თარიღი:21 ნოემბერი, 1965  (59 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერი-ქიმიკოსი-ტექნოლოგის კვალიფიკაციით 1988 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასპირანტურა. 

1988 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში: 1988-2002წწ. კომპლექსური ნაერთების სინთეზის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია, უფროსი ლაბორანტი; 1988-1998წწ. ფილოსოფიის კათედრა, ლაბორანტი, უფროსი ლაბორანტი; 2002-2006წწ. ზოგადი და ბიოარაორგანული ქიმიის კათედრა, ლაბორანტი, ლაბორატორიის გამგე, უფროსი ლაბორანტი; 2006-2007წწ. ზოგადი და ბიოარაორგანული ქიმიის კათედრა, ასოცირებული პროფესორი, 2007-2021წწ. ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ასოცირებული პროფესორი; 2021 წლიდან ქიმიის დეპარტამენტი, ასოცირებული პროფესორი. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი. მისი კვლევითი ჯგუფის ძირითადი მიმართულებაა კოორდინაციული ქიმია, კერძოდ კი, ე. წ. "სიცოცხლის ლითონების" ამინებთან, ამიდებთან, ჰიდრაზიდებთან და ჰიდრაზონებთან კოორდინაციული ნაერთების სინთეზი მათი სხვადასხვა ფიზიკურ-ქიმიური თვისებების როგორიცაა სპექტროსკოპია, რენტგენო-სტრუქტურული ანალიზი, თერმოგრაფიული და ფიზიოლოგიური აქტივობის კვლევა. ორგანული ლიგანდების კვანტურ-ქიმიური კვლევა სხვადასხვა გამხსნელებში, მათ მოლეკულებში დონორული ატომების გამოვლენის და სხვადასხვა გეომეტრიული და სტრუქტურული პარამეტრების დადგენის მიზნით. ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატი, აკადემიური დოქტორი (2005), პროფესორი (2006).

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: