შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იასონ კასრაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჯუმათი, ოზურგეთის რაიონი. თავდაპირველად ცხოვრობდა მშობლიურ ჯუმათში, ხოლო შემდეგ გადავიდა ბათუმში. იგი იყო რკინიგზელი, ასევე მოყვარული მოქანდაკე. ბათუმში ჰქონდა საკუთარი სახლი დიდი ეზოთი, სწორედ ეს ეზო წარმოადგენდა მისი ქანდაკებების ექსპოზიციის ადგილს. 1938 წლის 18 იანვარს იასონ კასრაძე გამოიძახეს სახელმწიფო უშიშროების სამსახურში - საგანგებო კომისიაში. შინ აღარც მიბრუნებულა. თუმცა, იმავე საღამოს მისულან სუს-ის თანამშრომლები და იასონის ყველა ქანდაკება გაუნადგურებიათ. საქართველოს სსრ-ის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის საგანგებო სამეულის 1938 წლის 11 თებერვლის დადგენილებით, იასონ კასრაძე დახვრიტეს. საქართველოს სსრ-ის უმაღლესი სასამართლოს 1958 წლის 14 იანვრის დადგენილებით, მოხდა მისი რეაბილიტაცია. ეს ინფორმაცია ოჯახმა მიიღო ძალიან გვიან, 1998 წელს. ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის 2019 წლის 5 აპრილის განცხადებით, ინფორმაცია მოპოვებულია საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საიდუმლო არქივიდან, რომელიც პერიოდულად ქვეყნდებოდა გაზეთის "სრულიად არა საიდუმლოდ" ფურცლებზე, 1997-1999 წლებში. ასევე, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის იმავე განცხადებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განკარგულების თანახმად, გარკვეული ტერიტორია დროებით სარგებლობაში გადაეცა საპატრიარქოს, სადაც აღმოჩენილ იქნა 1937-1938 წლებში რეპრესიების დროს დახვრეტილი მოქალაქეების ნეშტები, უწესრიგოდ და უპატიოდ განთავსებული. შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებით, მოხდა ეპარქიის მიერ მათი ამოსვენება, ხოლო 2019 წლის 21 აპრილს, 15.00 საათზე, ბათუმის №3 სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მოხდა მათი პატივით დაკრძალვა. წყარო: ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია: facebook.com; საქართველოს სსრ-ის უმაღლესი სასამართლოს მიერ გაცემული ცნობა № 28.-26 იანვარი.-1958
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |