The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამარ ცერცვაძე

თამარ ცერცვაძე
დაბადების თარიღი:18 ივლისი, 1964  (60 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-მეტალურგის  კვალიფიკაციით 1986 წელს; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის შავი ლითონების მეტალურგიის კათედრის ასპირანტურა 1989 წელს.

1990 წლიდან მუშაობს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (შემდგომში სტუ): 1990-1993წწ. შავი ლითონების მეტალურგიის კათედრა, უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1993-1995წწ. ფოლადის მეტალურგიის და ლითონების ღუმელგარეშე დამუშვების სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორია, უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1995-2000წწ. კაზმის მომზადების და გადამუშავების საპრობლემო ლაბორატორია, უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 2000-2006წწ. შავი ლითონების მეტალურგიის კათედრა, დოცენტი; 2006-2015წწ. პროფესიული განათლების ცენტრი, სასწავლო პროცესის კოორდინატორი; 2006-2009წწ. ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი; 2013-2017წწ. მეტალურგიის, მასალათმცოდნეობისა და ლითონების დამუშავების დეპარტამენტი, პროფესორი; 2015-2016წწ. სწავლების დეპარტამენტი, მთავარი სპეციალისტი; 2016-2019წწ. სწავლების დეპარტამენტი, ჯგუფის უფროსი; 2017 წლიდან მეტალურგიის, მასალათმცოდნეობისა და ლითონების დამუშავების დეპარტამენტი, ასოცირებული პროფესორი; 2019-2021წწ. კომერციალიზაციის დეპარტამენტი, ჯგუფის უფროსი. 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1995, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეტალურგიის ინსტიტუტი). აკადემიური დოქტორი, პროფესორი (2006), მეტალურგი.

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ამერიკის სამეცნიერო კვლევითი ორგანიზაცია Sigma-Xi, წევრი (2006-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: