The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ეკატერინე ჩხაიძე

ეკატერინე ჩხაიძე
დაბადების თარიღი:27 იანვარი, 1975  (50 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ინჟინერ-ქიმიკოს-ტექნოლოგის კვალიფიკაციით 1994 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრატურა 2000 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტურანტურა 2008 წელს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მენეჯერის კვალიფიკაციით 2019 წელს.

2007 წლიდან მუშაობს ივანე ჯავახიშვილი სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტში მთავარ სპეციალისტად; 2009 წლიდან არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის, ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების დეპარტამენტის, ორგანულ ნივთიერებათა ტექნოლოგიის მიმართულებაზე ასისტენტ-პროფესორი; 2021 წლიდან სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტი; 2023 წლიდან აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსი. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი. ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (2009).

სადისერტაციო თემა - "α-ამინომჟავების შემცველი, ბიოდეგრადირებადი, უჯერი პოლიესტერამიდები ფუმარის მჟავას საფუძველზე – სინთეზი და გარდაქმნები", დაიცვა 2008 წელს.

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდიmy.gtu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია, აკადემიკოსი (2013-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: