შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ამირანი ფხაკაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ვოკალის განყოფილება. კონსერვატორიის დამთავრებისთანავე ირიცხება საქართველოს სახელმწიფო კაპელის სოლისტად; მალე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მიიწვიეს სოლისტად; მისი დებიუტი კიაზოს როლის შესრულებით ზ. ფალიაშვილის ოპერა "დაისში" შედგა; 1969 წელს ქუთაისში იხსნება ოპერის თეატრი და ის ბრუნდება თეატრში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა; შესრულებული როლები: მურმანი (ზ. ფალიაშვილის "აბესალომი და ეთერი"), აბდუშაჰილი (ა. კერესელიძის "ბაში აჩუკი"), ჩალხია (ო. თაქთაქიშვილის "მინდია), ჟერმონი (ჯ. ვერდის "ტრავიატა"), ალეკო (ს. რახმანინოვის "ალეკო"), ლევანი (ს. დოლიძის "ქეთო და კოტე") და მრავალი სხვა. მისი ბოლო პრემიერა 1981 წელს "დარისპანის გასაჭირში" შედგა. წყარო: მაია ფხაკიძის მიერ მოწოდებული ბიოგრაფიული მონაცემები. ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |