შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მამუკა მაზავრიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1980 წელს. 1975-1976 წლებში მუშაობდა თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრში, სადაც ითამაშა: ბიჭი (თ. მაღალაშვილის "გოგო და ბიჭი"), ქუჩის ბიჭი, პოლიციელი (ტრავერსის "მერი პოპინსი"); 1980-1991 წლებში მეტეხის თეატრის მსახიობია, სადაც განასახიერა: უცნობი (ე. ნიჟარაძის "დაელოდე ვარსკვლავთ ცვენას"), ქარუმიძე (ვ. კანდელაკის "დრო 24 საათი"), თომა (ს. მრევლიშვილის "იესო ნაზარეველი"); 1998 წელს ს. ახმეტელის სახ. დრამატული თეატრის მსახიობია. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ზაზა (ა. მორჩილაძის "ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები"), პედაგოგი, ბუში (ფ. დიურენმატის "მეორედ მოსვლა, ანუ ვიზიტი"), არკადი, მგელი (ო. ბაღათურიას "მეფე ლირი თავშესაფარში" და "საშობაო ხღაპარი"), კაცი (ა. ქოქრაშვილის "მეზუნია ჩიტები"). მ. მაზავრიშვილმა სატელევიზიო სპექტაკლში "ხორუმი ქართული ცეკვა" შეასრულა მეგზურის როლი, ხოლო კინოფილმებში შექმნა შემდეგი სახეები: მილიციელი ("უმცროსი და"), გამტაცებელი ("ყავა და ლუდი"), გიჟი ("ერთი კაცის ანოტაცია"), მკვლელი ("ცხელი ძაღლი"), პოლიციელი ("მიდიოდა მატარებელი") და სხვა. თეატრისა და კინოს მსახიობი. წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.76; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |