შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ერვანდ არაქელოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1925-1935წწ. მუშაობდა თბილისისა და ხაშურის რკინიგზის კლუბებში; 1935-1939წწ. ხაშურის სახელმწიფო თეატრის მსახიობია; 1939 წლიდან პენსიაში გასვლამდე მოღვაწეობდა გორის სახელმწიფო თეატრში; ე. არაქელოვის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: სევასტი მეწისქვილე, კაკუტა (პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება", "ყვარყვარე თუთაბერი"), სტუდენტი (გ. გაბუნიას "ქრისტინე"), მესაზღვრე (გ. მდივნის "სამშობლო"), გოჩა (კ. კალაძის "როგორ"), გივი ჩოლოყაშვილი (აკ. წერეთლის "პატარა კახი"), პავლე (გ. ერისთავის "გაყრა"), ივანე (ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი"), შლიახოვი (გრ. ბერძენიშვილის "ჩვენი მიწა"), ათაბაგი (გ. ქელბაქიანის "თქმულება დიად მეგობრობაზე"), ჩოდრიშვილი (გ. ნახუცრიშვილის "სიჭაბუკე ბელადისა"), ელიზბარიანი (ა. შინვანზადეს "პატიოსნებისათვის"), თომა (ჰ. ბიჩერ-სტოუს "ბიძია თომას ქოხი"), მოძღვარი (ი. ჭავჭავაძის "გლახის ნაამბობი") და სხვა. ე. არაქელოვი ნაყოფიერ მუშაობას ეწეოდა სასკოლო და მუშათა კლუბებში, სადაც მისი ხელმძღვანელობით მრავალი პიესა დაიდგა. წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.77; ერვარდ არაქელოვი : გორის თეატრის მსახიობი. 1907-1986. ნეკროლოგი // გამარჯვება. - გორი, 1986. - 2 ოქტომბერი ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |