შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნოდარ ცერცვაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა. სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე 1954-1958 წლებში. სხვადასხვა დროს მუშაობდა: ჭიათურის (1958-1959), რუსთაველის (1959-1960) თეატრებში; 1960 წლიდან გარდაცვალებამდე თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის მსახიობი იყო. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: დარისპანი, ფილიპე, გალაქტიონი (დ. კლდიაშვილის "დარისპანის გასაჭირი", "ირინეს ბედნიერება", "ბაკულას ღორები"), კიკვიძე (ვ. დარასელის "კიკვიძე"), მეფე (გ. ნახუცრიშვილის "შაითან ხიხო"), მეფე ერეკლე (ვ. კანდელაკის "მაია წყნეთელი"), ტარიელი (მ. ჯაფარიძის "ჩვენებურები"), დათიკო (ი. ჭავჭავაძის "გლახის ნაამბობი"), ძია ელიოზი (რ. მამულაშვილის "ძია ელიოზი"), ჯუჯა (ჰ. ანდერსენის "ფიფქია და შვიდი ჯუჯა"), ექიმი (რ. სტივენსონის "განძთა კუნძული"), ჰერცოგი (უ. შექსპირის "მეთორმეტე ღამე"), ვახტანგი (ვ. როზოვის "გზა მშვიდობისა"), კაპიტანი ბერსენევი (ბ. ლავრენიოვის "რღვევა") და სხვა. წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.86
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |