The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვახტანგ კუცია

ვახტანგ კუცია
დაბადების თარიღი:20 ივნისი, 1947
გარდაცვ. თარიღი:24 მარტი, 2001  (53 წლის ასაკში)
კატეგორია:მუსიკოსი, მხატვარი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1971 წელს.

1964 წლიდან მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში. 1965 წლიდან თანამშრომლობდა სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალ-გაზეთებთან: "ნიანგი", "Крокодил", "Известия", "Литературная газета", "Смена" (რუსეთი), "Szpilki" (პოლონეთი); "Eulenspiegel" (გერმანია), "Dikobraz" (ჩეხეთი) და სხვ; მისი ძირითადი ნამუშევრები: 10 ათასზე მეტი კარიკატურა, გააფორმა და დაასურათა "ქართული ხალხური ზღაპრები" (I–II ტ.; 1991–1992), კრებული "150 საბჭოთა პოლიტიკური ანეკდოტი" (1991); ავტორია იუმორისტული კრებულებისა: "30 ნახატი კახელებზე", "ბურთი იცინის" (1998) და სხვ. გამოფენები: პერსონალური – "მერანი" (1986), საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი (1991), თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია (2010) და სხვ.; მონაწილეობდა კარიკატურისტთა კონკურსებში. პრესაში გამოქვეყნებული კარიკატურების რაოდენობის გამო შეტანილია გინესის რეკორდსმენთა სიაში; 1986 წლიდან იყო ანსამბლ "ორერას" სოლისტი. ანსამბლი ასრულებდა მის მუსიკასა და ლექსებზე შექმნილ რამდენიმე სიმღერას. მხატვარი (კარიკატურა, პლაკატი, წიგნის გრაფიკა), კარიკატურისტი, ილუსტრატორი.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.247

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1996 - ღირსების მედალი

გააზიარე: