The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნათია კავსაძე

ნათია კავსაძე
დაბადების თარიღი:3 ოქტომბერი, 1957  (67 წლის)
კატეგორია:მსახიობი, პედაგოგი, რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1979 წელს.

1980-1993წწ. მუშაობდა რუსთაველის თეატრში მსახიობად; 1985-2002წწ. შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის მეტყველების კათედრის პედაგოგია. 1996 წლიდან დღემდე მუშაობს თეატრალური სკოლა-სტუდიაში "ბერიკები" - პედაგოგად; 2003 წლიდან ტელეკომპანია "მზის" კინოგახმოვანების სტუდიის მსახიობია; მის მიერ სცენაზე განსახიერებული როლებიდან აღსანიშნავია: ანო (თ. ჭილაძის "როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის"), გოგონა (მ. შატროვის "ლურჯი ცხენები, წითელ ბალახზე"), სონა (ავქ. ცაგარელის "ხანუმა"), მოსწავლე (რ. სტურუას, ა. ვარსიმაშვილის "ვარიაციები თანამედროვე თემაზე"), თამარი (კ. გოლდონის "მშვენიერი ქართველი ქალი"), ქალი (ომში დაღუპულ პოეტთა ლექსების მიხედვით "რექვიემი"), თამრიკო (ა. ჩხაიძის "როცა ქალაქს სძინავს"), ვერიკო (ა. ვამპილოვის "ნადირობა"), თინათინი (აკ. წერეთლის "სამგვარი სიყვარული"), ამელია (ფ. გარსია-ლორკას "ბერნანდა ალბას სახლი"). გადაღებულია ტელესერიალებში: "გოგონა გარეუბნიდან", "ჩემი ცოლის დაქალები" და სხვა. ნ. კავსაძის რეჟისორობით საბავშვო თეატრში "მეორე სახლი" წარმატებით დაიდგა საბავშვო სპექტაკლი "შრეკი".

წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.90


გააზიარე: