შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ლავრელაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1979 წელს. 1980 წლიდან მუშაობს ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის (2011 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ა. რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტი) თეორიული ფიზიკის განყოფილებაში სხვადასხვა თანამდებობაზე. იმავდროულად მუშაობდა ბირთვული კვლევების გაერთიანებულ ინსტიტუტში (1983–1987; JINR, დუბნა, რფ), მაქს პლანკის ფიზ. ინსტიტუტში (1991–1994; მიუნხენი, გერმანია), ციურიხის (1994–1996), ბერნისა (1996–1998) და ჟენევის (2005–2006; შვეიცარია) უნივერსიტეტებში; 2009–2010წწ. და 2014–2015წწ. მიწვეული მეცნიერის სტატუსით მოღვაწეობდა მაქს პლანკის გრავიტაციული ფიზიკის ინსტიტუტში (პოტსდამი, გერმანია). მისი სამეცნიერო ინტერესები მოიცავს კლასიკური და კვანტური გრავიტაციისა და კოსმოლოგიის საკითხებს. დამატებითი განზომილებების თეორიას. 1985 წელს აღმოაჩინა (თანაავტორებთან ერთად) ე. წ. უარყოფითი მოდის პრობლემა გრავიტაციით კვანტურ ტუნელირებაში, რომელიც არსებითია ადრეულ სამყაროში I გვარის ფაზური გადასვლების აღსაწერად; 1987–1988წწ. შეისწავლა ნაწილაკების დაბადების პროცესები სივრცე-დროის ტოპოლოგიის ცვლილებისას, რითაც საფუძველი ჩაუყარა ახალ მიმართულებას კვანტურ გრავიტაციაში – ე. წ. ევკლიდური ვორმჰოლების ფიზიკას; მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა არააბელური შავი ხვრელების ფიზიკის განვითარებაში. თეორიულად დაადგინა ახალი ტიპის არააბელური შავი ხვრელების არსებობის შესაძლებლობა. ფიზიკოს-თეორეტიკოსი. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო პორტალი: rp.tsu.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.262 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |