The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ივანე ლაზარევი

ივანე ლაზარევი
დაბადების თარიღი:1763
გარდაცვ. თარიღი:18 აპრილი, 1803  (40 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

მეთაურობდა ლეგიონს, რომელიციც 1799 წლის ნოემბერში საქართველოში შემოვიდა რუსეთთან გეორგიევსკში დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. ის ფაქტობრივად, 1800 წლის დეკემბრის მიწურულიდან 1801 წლის იანვრის ბოლომდე განაგებდა ადგილობრივ ხელისუფლებას. 1801–1802წწ. სათავეში ედგა დროებით მმართველობას. გიორგი XII-ემ სიკვდილის წინ სასულიერო პირების მეშვეობით მოთხოვნა გაუგზავნა, რომელიც 1783 წლის ტრაქტატის თანახმად, ითვალისწინებდა მისი გარდაცვალების შემდეგ უფლისწულ დავითის დაუყოვნებლივ გამეფებას, მაგრამ მას ამ დროს უკვე მიღებული ჰქონდა იმპერატორ პავლე I-ის ბრძანება სამეფო ტახტის მემკვიდრეობით გადაცემის აკრძალვის თაობაზე, ამიტომ მან არაფრად ჩააგდო მეფის მოთხოვნა. რუსული მმართველობის შემოღების შემდეგ მას რუსული ჯარის უფროსობა დაევალა. ერთი ვერსიით იგი მოკლა გიორგი XII-ის ქვრივმა მარიამ დედოფალმა მისი რუსეთში ძალით გადასახლების მცდელობისათვის. ზოგიერთი მოსაზრებით დედოფალისადმი უპატიებელი მოპყრობის გამო გენერალი მოკლა მარიამის მხლებელმა (მცველი) ნიკოლოზ ხიმშიაშვილმა. რუსი სამხედრო მოხელე კავკასიაში, გენერალ-მაიორი (1798).

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.264


გააზიარე: