The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლევან ლაზიშვილი

ლევან ლაზიშვილი
Date of birth:27 February, 1926
Date of death:18 August, 2008  (at 82 years)
Burial location:ფიჭვნარის სასაფლაო, ქობულეთი
Category:Scientist, Agricultural Worker

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქობულეთი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიის ფაკულტეტი ჩაის ტექნოლოგის სპეციალობით 1948 წელს; ასპირანტურა დაასრულა 1953 წელს.

1953 წლიდან მუშაობდა ჩაის მრეწველობის საკავშირო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში; 1962 წლიდან საქართველოს კვების მრეწვ. სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ბათუმის ფილიალის დირექტორად; 1974–1976წწ. ჩაის ფაბრიკების საწარმოო გაერთიანების გენერალურ დირექტორად; 1981 წლიდან იყო სუბტროპიკული ნედლეულის შენახვა-გადამუშავების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; მან შეისწავლა ჩაის უხეში ფოთლის ქიმიური თვისებები და მისგან ლაო-ჩაის დამზადების ტექნოლოგია; შეიმუშავა სრულიად ახალი კომპლექსური ტექნოლოგია როგორც მწვანე, ისე შავი ჩაისათვის. თანაავტორებთან ერთად დაამუშავა ციტრუსოვანთა წვენების წარმოების ნარჩენებისგან ვიტამინ P-ს პრეპარატის მიღების ტექნოლოგია, რომლის საფუძველზე აღნიშნული პრეპარატის საწარმოებლად შეიქმნა სპეციალიზებული საამქრო ბათუმის ქიმიურ-ფარმაცევტულ ქარხანაში. მიღებული აქვს მრავალი საავტორო მოწმობა გამოგონებაზე. მინიჭებული ჰქონდა აჭარის დამსახურებული ინჟინრისა და გამომგონებლის საპატიო წოდებები. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1974), პროფესორი (2002), ტექნოლოგი.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.268

Member of Organizations

  • სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი (1995-)

Awards and Honors

  • ღირსების ორდენი

Bibliography


Share: