შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გელა ჭედია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ლეციცხვაიე, მარტვილის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია 1999 წელს. აკადემიის დამთავრებისთანავე ჩაირიცხა კოჯრის სპეცდანიშნულების ბატალიონში; 2005–2007 წლებში მსახურობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების მეოთხე ქვეით ბრიგადაში ბატალიონის მეთაურად; 2003 წელს კაპიტანი გელა ჭედია მეთაურობდა პირველ ქართულ სამშვიდობო კონტინგენტს ერაყში; 2006-2007 წლებში მსახურობდა ცხინვალის რეგიონში, 2007-2008 წლებში ზემო აფხაზეთში; 2008 წელს დაინიშნა V ქვეითი ბრიგადის 53-ე ბატალიონის მეთაურად; 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომის დროს ხელმძღვანელობდა საბრძოლო ოპერაციას ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ ფრისის ტერიტორიაზე, მათ შორის სტრატეგიულად მნიშვნელოვან წვერიახოს მთასთან, სადაც სასიკვდილოდ დაიჭრა. გელა ჭედიას სახელს ატარებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრი და თბილისის ერთ-ერთი ქუჩა. მაიორი (2006), დაიღუპა რუსეთ-საქართველოს ომში (2008). წყარო: ემზადე ომისთვის, თუ მშვიდობა გინდა! = Si pacem, para bellum! / მინდია არაბული // ვემსახურები საქართველოს / საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყოველკვარტალური ჟურნალი.-თბილისი, 2008.-1512-4891 N2.- გვ.34-39; ქართული ჯარი - გმირი გელა ჭედია: youtube.com; გმირი : 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნი: ნაწ. 1 / წიგნზე მუშაობდნენ: თორნიკე ყაჯრიშვილი, თამარ შარმიაშვილი, დავით ფაჩუაშვილი [და სხვ.].-თბ.,2010.-გვ.45-46 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |