The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ავთანდილ ლაჭყეპიანი

ავთანდილ ლაჭყეპიანი
დაბადების თარიღი:18 აგვისტო, 1923
გარდაცვ. თარიღი:9 ივნისი, 1999  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.  

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1944 წელს.

1947–1949წწ. მუშაობდა შრომის, ჰიგიენისა და პროფ. დაავადებათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ნევროლოგად;  1949–1958წწ. ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ნერვულ სნეულებათა კათედრაზე; 1958-1967წწ. წელს კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლად; 1967–1979წწ. მოღვაწეობდა პედიატრიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში; 1986–1998წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ნერვულ სნეულებათა კათედრის გამგე; ჯანმრთელობის სამინისტროს ბავშვთა მთავარი ნევროპათოლოგი (1970), კარდიოლოგიის ინსტიტუტის კონსულტანტი და სამეცნიერო საბჭოს წევრი (1971); მისი ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა კარდიოცერებრალური პათოლოგიის საკითხების კვლევა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. მისი სახელი მიენიჭა საქართველოს ბავშვთა ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიის ასოციაციას (1999). მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1965), პროფესორი (1970), ნევროლოგი. 

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.311

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის ნევროლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, თავმჯდომარე (1988-1999)
  • საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი (1994-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1997 - ღირსების ორდენი
  • 1987 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: