The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რობერტ ლახი

რობერტ ლახი
დაბადების თარიღი:29 იანვარი, 1874
გარდაცვ. თარიღი:11 სექტემბერი, 1958  (84 წლის ასაკში)
კატეგორია:კომპოზიტორი, მუსიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ვენა.

დაამთავრა ვენის მუსიკის მოყვარულთა კონსერვატორია 1899 წელს.

1902 წელს პრაღის კარლ-ფერდინანდის უნივერსიტეტში მიენიჭა ფილოსოფიის დოქტორის წოდება; 1902–1939წწ. იყო ვენის უნივერსიტეტისა და 1924–1945წწ. მუსიკალური აკადემიის პროფესორი; 1912–1920წწ. ვენის ეროვნული ბიბლიოთეკის მუსიკალური განყოფილების ხელმძღვანელი; მიჩნეულია შედარებითი მუსიკალურ-მცოდნეობის საუკეთესო სპეციალისტად; მან I მსოფლიო ომის დროს ქართველი სამხედრო ტყვეებისგან ჩაიწერა 307 ქართული ხალხური სიმღერა ვარიანტებით (ზოგიერთი სიმღერა ქალაქურ ფოლკლორს განეკუთვნება); სიმღერები შესულია მისი შრომების III ტომის ("Gesänge russischer Kriegsgefangener" I–III, 1926–1952) I (1928) და II (1931) ნაწილებში; მან ასე შეაფასა ქართული სიმღერები: "უნიკალური, არაჩვეულებრივი და ყველასგან განსხვავებული". მან ქართული სიმღერები დაყო 2 ჯგუფად: I – ქართლური, კახური, ფშაური, რაჭული, გურული და იმერული; II – მეგრული, აფხაზური, სვანური და ოსური. მისი აზრით ფშაველთა და თუშთა სიმღერებში ვლინდება მუსიკალური განვითარების ყველაზე ძველი საფეხური, ხოლო გურული სიმღერები მიაჩნია სიმღერების მწვერვალად. მისი ჩანაწერებიდან ზოგიერთი ნიმუში შეტანილია ა. მშველიძის მიერ გამოცემულ სანოტო კრებულში ("ქართული ხალხური ქალაქური სიმღერები"; 1970), კერძოდ: სიმღერა "სამშობლო" (არსებობს მისი საგუნდო ვარიანტი "ქალი-ლამაზი" განსხვავებული ტექსტით), "ტურფავ, ტურფავ", "მერცხალო", "ქალსა კაბა შეუკერეს", "ტურფავ, მოდი", "ნუ, ნუ სტირი, გენაცვა". ავსტრიელი მუსიკოლოგი.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველოს სამეფო: georoyal.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.313


გააზიარე: