The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პაატა ლეიაშვილი

პაატა ლეიაშვილი
დაბადების თარიღი:11 მარტი, 1954  (71 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი 1977 წელს.

1977–1979წწ. მუშაობდა თბილისის სახეხი ჩარხების ქარხანასა და თბილისის ჩარხმშენებელ საწარმოო გაერთიანებაში ინჟინერ-ტექნოლოგად; 1982–1991წწ. საკავშირო შრომის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის საქართველოს ფილიალში უფროს მეცნიერ თანამშრომლად; 1991–2000წწ. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პ. გუგუშვილის სახ. ეკონომიკის ინტსტიტუტში უფროს, შემდეგ კი მთავარ მეცნიერ თანამშრომლად; 1999–2017წწ. პერიოდულად კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 2002–2005წწ. იყო საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის განყოფილების გამგე, ამავე ოფისის ხელმძღვანელი; 2005–2007წწ. საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წამყვანი სპეციალისტი; 2015 წლიდან სოციალური და ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის დირექტორია. მისი კვლევის ძირითადი მიმართულებებია ეკონომიკური კვლევების მეთოდოლოგია, მაკროეკონომიკის თეორია, ეკონომიკური ფასეულობა, ეკონომიკის რეფორმები და პოლიტიკა. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (1993), პროფესორი (2002). 

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.323

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: