The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ტომას ლემზდენი

Date of birth:1790
Date of death:1840  (at 50 years)
Category:Military Person

Biography

სავარაუდოდ მსახურობდა მირუთში, დელის ახლოს. მან ბიძაშვილთან, ორიენტალისტ მათიუ ლემზდენთან (1777–1835) და მეგობართან, ლეიტენანტ ა. კამერონთან ერთად ირანისა და კავკასიის გავლით იმოგზაურა ინგლისში. მოგზაურობა დაიწყეს 1819 წლის 3 ოქტომბერს და შირაზის, ისპაჰანისა და თავრიზის (1820 წ. 25 ივნ.) გავლით 5 ივლისს ჩავიდნენ ნახჩევანში, შემდეგ ერევანში (11–15 ივლ.), თბილისში (27–31 ივლ.), საქართველოს სამხედრო გზით – ვლადიკავკაზში (6 აგვ.), მოზდოკში (10 აგვ.) და ა. შ., 1820 წლის 31 ოქტომბერს კი – ლონდონში. მოგზაურობის დროს, რიცხვებისა და დღეების მიხედვით აწარმოებდა საგზაო დავთარს, სადაც მოცემულია მწირი ცნობები კავკასიის შესახებ. მისი მთავარი ღირებულებაა გავლილი გზის ზუსტი სამარშრუტო მონაცემები. დავთარს დართული აქვს ფერადი რუკა, რომელზეც დატანილია ავტორის მიერ აბერდინამდე (შოტლანდია) გავლილი მარშრუტი. ბენგალის ცხენოსანთა არტილერიის ლეიტენანტი. 

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.332


Share: