შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კონსტანტინე ლეონტიევი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სანქტ-პეტერბურგი. დაამთავრა სანქტ-პეტერბურგის სამოქალაქო ინჟინერთა ინსტიტუტი და მიიღო სამოქალაქო ინჟინრის წოდება 1904 წელს. 1904–1907წწ. მუშაობდა ქ. ალექსანდროპოლის (ამჟამად ქ. გიუმრი, სომხეთი) ქალაქის არქიტექტორის თანამდებობაზე; 1908–1915წწ. იყო თბილისის საგუბერნიო სამმართველოს სამშენებლო განყოფილების რიგგარეშე ტექნიკოსი; 1915–1919წწ. კავკასიის საუფლისწულო მამულების ინსპექტორის სამმართველოს არქიტექტორი; 1924–1938წწ. მუშაობდა თბილისის სხვადასხვა საპროექტო ორგანიზაციაში; 1941–1946წწ. ასრულებდა გრაფიკულ სამუშაოებს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტისთვის; ის მაღალი პროფესიული ოსტატობით გამორჩეულ პროექტებში თავდაპირველად მიმართავდა მოდერნს; 20–30-იან წლებში იყენებდა კონსტრუქტივიზმის პრინციპებსა და ხერხებს, ამავე დროს ცდილობდა თანამედროვე არქიტექტურაში ქართული ეროვნული არქიტექტურული ფორმების გამოყენებას, ანუ ე. წ. "ქართული სტილის" შექმნას. ავტორია რამდენიმე სამეცნიერო სტატიისა, რომლებშიც განხილულია არქიტექტურის სხვადასხვა საკითხი. საკონკურსო პროექტები თბილისში: ტუბერკულოზის დისპანსერი (1927); "ზარია ვოსტოკას" რედაქციის შენობა (1927, არქიტ. დ. ჩისლიევთან ერთად), საცხოვრებელი სახლი მელიქიშვილისა და ახლანდელი კოსტავას ქუჩების კუთხეში (1927, ამჟამად აღარ არსებობს). ძირითადი ნამუშევრები: საცხოვრებელი სახლები თბილისში გოგებაშვილის ქ. 11 (1911–1913), ერისთავ-ხოშტარიას ქ. 36 (1914), მაყაშვილის ქ. 18 (1915), მაყაშვილის ქ. 22 (1908–1915), ორბინიანი კოტეჯი ზაჰესში (1924), ზემო ავჭალის ჰესის კომპლექსი (1927, ა. კალგინთან და მ. მაჭავარიანთან ერთად), რომლის არქიტექტურამ დიდი გავლენა იქონია იმ დროის ქართულ ხუროთმოძღვრებაზე, ტუბდისპანსერი მელიქიშვილის 10 (1930, თბილისი), ყოფილი საფერშლო სკოლა (1938, ამჟამად. თბილისის №150-ე საჯარო სკოლა, დგებუაძის N4) და სხვ.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |